,,სიმამრი მესამე შვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი“ - რას ეძახის სპორტის მინისტრი სიდედრს?
საზოგადოება - 15:17, 22 Aug, 2015     6443
როგორია სპორტის მინისტრის, 7 შვილის მამის ტარიელ ხეჩიკაშვილის ოჯახური ცხოვრება და რატომ ეძახის ის სიდედრს ,,შაქარ დედას“.

,,უპირველეს ყოვლისა, ჩემს მეუღლეს მადლობა, რომ ჩვენ ასეთი ოჯახი შევქმენით. ჩემი მეუღლე წმიდა ნინოს ტაძარში გავიცანი. ის, თავისი სიკეთითა და პატიოსნებით, სულ სხვა განზომილებაშია. შვიდი შვილიდან ხუთი საკეისრო კვეთით გააჩინა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გადარჩებოდა. გმირი და თავდადებული დედაა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები ამ თავდადების გამო. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ, არ მუშაობს. ბავშვებს ზრდის – ესაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, ბევრ ბიზნესშია ჩემი პარტნიორი. საქმეშიც ისეთი საიმედო პარტნიორია, როგორც სახლში (იცინის). ჩვენი შვიდივე შვილი ტაძარში დადის, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. უფროსი შვილი 19 წლისაა, უმცროსი, მარიამი – 1 წლის. ოთხი ბიჭი მყავს – დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე. პირველ შვილს დედის სახელი – თამარი დავარქვი, მეორეს, სიდედრის პატივსაცემად – რუსუდანი. ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი. სიდედრი მოხევე მყავს, სიმამრი – რაჭველი, ოღონდ, საუკეთესო რაჭველია – მესამე შვილიშვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი, მანამდე ხან ოჯახის ახლობელი ვეგონე, ხან – მეგობარი (იცინის). რაც მინისტრი გავხდი, ერთ-ერთმა შვილმა დაიჩივლა: მამას რა უცნაური სამუშაო აქვს – სახლში აღარაა, მარტო ტელევიზორში ვხედავთო. ვცდილობ, ვიყო კარგი მამა; გოგონების მესაიდუმლე ვარ, რაზეც დედა ჩივის (იცინის). ჩემი რეჟიმის მიუხედავად, შაბათ-კვირა ჩემს ოჯახს ეკუთვნის. გვაქვს ჩვენი ოჯახური ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ – გვიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ლამაზ კუთხეში ყოფნა, ქართული ისტორია და ხელოვნება – ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენი ერის დიდი მონაპოვარია. ისტორია ისე მიტაცებს, რომ დამცლოდა ან მატერიალური საშუალებები მქონოდა და ადრეული ასაკიდან არ ჩავბმულიყავი ცხოვრების ფერხულში, სხვა მიმართულებებით წავიდოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები, ალბათ, იმ ჩემი ძველი გატაცებებისთვისაც მოვიცლი“ - ჰყვება ტარიელ ხეჩიკაშვილი ჟურნალ ,,თბილისელებთან“

წყარო: tbiliselebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42