რა ბედი ელის გრაკლინის უნიკალურ ძეგლს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხი
საზოგადოება - 14:51, 22 Aug, 2015     1653
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარება შეუქცევადია.

დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრაკლიანის განვითარების ეტაპები გონიოს არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

სააგენტო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინაროებს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე მოხდეს ახლად გამოვლენილი წარწერის გაშიფვრა, რათა ქართველ მეცნიერთა მიღწევა საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე დადასტურდეს და გამყარდეს.

,,გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლისა და მის ტერიტორიაზე ახლად გამოვლენილი აღმოჩენის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

ერთის მხრივ, საზოგადოება, დარგის სპეციალისტები და მედია, რამდენიმე წელია, აკვირდებიან და ეცნობიან ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარების ეტაპებს.

მეორეს მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გრაკლიანის განვითარება საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმ მიზნით, რომ ადგილზე მოეწყოს ღია გზისპირა სამუზეუმო სივრცე და უძველესი კულტურის წარმოსაჩენი თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო.

გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ამზადებს ექსპრეს პუბლიკაციას და სამუშაო ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად. მასალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება“ - აცხადებენ სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლის კვლევისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობაზეც საუბრობს. მათი ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული.

,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ, კიდევ არაერთ საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 430 000 ლარს შეადგენდა. 2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა - 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება.

2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება“ - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტებმა აღმოჩენა გუშინ ისევ მიწით დაფარეს. უნიკალურ წარწერაზე სამუშაოების გაგრძელება ვერ ხერხდება, მიზეზად კი თანხების ნაკლებობა სახელდება. ,,ჩვენ გვქონდა დაფინანსება კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან. როდესაც ის დაფინანსება დასრულდა, შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახსრებით და ეს გეგმიური სამუშაოები და სახსრები, რა თქმა უნდა, დასრულდა“ - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა კულტურის მინისტრისგან სამუშაოების დაფინანსების პირობა მიიღო, როდის გამოიყოფა თანხა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წარწერა, რომელიც ისევ მიწით დაიფარა, მისი დაზიანების რისკი მაღალია. ,,მიწაშია მოქცეული და არსებობს საფრთხე მისი დაზიანების. 2800 წელი გაუძლო თიხამ, მართალია გამომწვარია, მაგრამ ისიც ზიანდება. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევითობაც, იგივე ბუნების ძალის მოვლენები და სხვა.. ამიტომ ეს სასწრაფოდ შესწავლას მოითხოვს“ - აცხადებს თსუ-ს პროფესორი გურამ გრიგოლია.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42