შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა
საზოგადოება - 11:46, 22 Aug, 2015     732

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მაგისტრანტობის მსურველებს შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა და აკადემიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტუდენტებს „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ მიზნები და მნიშვნელობა გააცნეს და პროგრამის უპირატესობაზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, აკადემიის პრორექტორმა და სამართლის სკოლის უფროსმა მაგისტრანტობის მსურველთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს.

ღია კარის დღის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამით მაგისტრანტობის კანდიდატთა დაინტერესება და არჩევანის აკადემიაზე გაკეთება.

სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია, 132 კრედიტს მოიცავს და შსს-ს აკადემიაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას, სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალკვალიფიციური და პროფესიული კადრების მომზადებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდებიან.

ღია კარის დღეზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამაგისტრო პროგრამის იმ სამი ძირითადი კომპონენტის შესახებ, რომელიც მას უპრეცედენტოს ხდის: უფასო სწავლება, სწავლის პერიოდში კვებით უზრუნველყოფა და რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენდებისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფა, რომელიც შსს-ს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. მაგისტრანტობის კანდიდატები ასევე დაესწრნენ იმიტირებული სპეცოპერაციის მიმდინარეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42