თოიძის სამხატვრო სასწავლებლის შენობა იყიდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:28, 21 Aug, 2015     2521
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა, სოფიო ჭელიძემ იასუბრა.

მისი თქმით, ელექტრონული აუქციონი თბილისში ჭონქაძის ქუჩა 21-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ 4 549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით 20 აგვისტოს გამოცხადდა და 18 სექტემბერს 17:00 საათზე დასრულდება.

ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ-ერთი უძველეს, ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. ობიექტის მახლობლად არსებული სამთო-საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტურად აქტიურს ხდის. საპრივატიზებო ებიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 5-ში, დანაშენიანების კოეფიციენტებია K1-0,5; K2-2,1; K3-0,1.

ჭელიძის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42