ქართული მედიასაშუალებები ,,აფხაზეთის ხმას“ სოლიდარობას უცხადებენ
საზოგადოება - 17:55, 20 Aug, 2015     648
ქართული მედიასაშუალებები რადიო აფხაზეთის ხმას სოლიდარობას უცხადებენ. დღეს განცხადებები ტელე და რადიო მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჟურნალისტები ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

ჟურნალისტები მძლავრი ასოციაციების შექმნაზე საუბრობენ, რომელიც მსგავსი შემთხვევების დროს მოახდენს ამა თუ იმ მედიასაშუალების შესაბამის დაცვას და ლობირებას. ტელე-რადიო მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ტელე-რადიო ცენტრმა უნდა გადახედოს მის სატარიფო პოლიტიკას, სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ამ ეტაპზე მედიასაშაუალებებს აქვთ მცირე საშუალებები.

„ტელე-რადიო ცენტრმა უნდა გადახედოს თავის სატარიფო პოლიტიკას, ვინაიდან დღეს ბიზნესს გაუჭირდა, არის მცირე შემოსავლები სარეკლამოს მიმართულებით. აუცილებელია შეიქმნას მძლავრი ასოციაცია, რომელიც მსგავს საკითხებზე აქტიურ ლობირებას მოახდენს,“ - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი მიიჩნევს, რომ დავალიანების გამო მაუწყებლობა მედიასაშუალებებს არ უნდა შეუჩერდეს და რადიო აფხაზეთის ხმის მიმართაც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„სხვდასხვა კომპანიებს სხვადსხვა მიზეზების გამო ჰქონია დავალიანება. ჩვენც გვქონია, თქვენც გქონიათ და ამის გამო მაუწყებლობის შეწყვეტა არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც იშვიათად მიმართავს ხოლმე ტელე-რადიო ცენტრი. როდესაც ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებას, მიუხედავად მისი პოზიციისა, ექმნება საფრთხე და ის სუბიექტურად იჩაგრება, რომელიმე სახელმწიფოს სტრუქტურის ან კერძო პირის მხრიდან, ყველამ უნდა დაუჭიროს ამ მედიასაშუალებას მხარიმ“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42