13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა შეიძინა
საზოგადოება - 15:20, 20 Aug, 2015     1704
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა.

ჯიბუტების, ახალკაცების და ზანგურაშვილების ოჯახები ახლად შეძენილ ბინებში თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მოინახულეს.

ჯიბუტების 11 სულიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების 3 სულიანმა და ახალკაცების 7 სულიანმა ოჯახებმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს.

„დღეს მოვინახულეთ ოჯახები, რომლებმაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხებით ბინები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებულები და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ დროისთვის თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა უკვე 12 ოჯახმა შეიძინა ბინა.

20 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 860 396 ლარი გადაურიცხა.

მათგან 14-მა ოჯახმა აირჩია თანხის ანაზღაურება სულადობის მიხედვით, ხოლო 18-მა მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

დღესვე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42