სეს-ის წარმომადგენლებმა ფქვილის მწარმოებლებს ახალი რეგულაციის დეტალები გააცნეს
საზოგადოება - 15:00, 20 Aug, 2015     1239
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო ”ბომონდ გარდენში” ხორბლის ფქვილის მწარმოებელ-გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან და მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს მთავრობის N376 დადგენილების დეტალები გააცნო და ისაუბრა ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მნიშვნელობაზე, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტირების, დასაშვები ინგრედიენტებისა და ჰიგიენის ზოგადიმოთხოვნების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესოპერატორებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ იმ პირებისაგან მოისმინეს, ვინც რეგლამენტით დადგენილიმოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი", რომლის თანახმადაც, ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლისფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება.

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზეზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42