რადიო ,,აფხაზეთის ხმას“ მაუწყებლობა შეუჩერეს
საზოგადოება - 21:03, 19 Aug, 2015     1448
12 ათას ლარიანი დავალიანების გამო აფხაზეთის ხმას დილიდან რადიო მაუწყებლობა შეუჩერეს. კომპანიაში ამბობენ, რომ სეზონთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო, მათ გადახდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს. აფხაზეთის ხმის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებენ. მათი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ, მუშაობის უფლება მხოლოდ აფხაზეთის ხმას შუეჩერდა. რადიო კომპანია მაუწყებლობის აღდგენას და თანხის ეტაპობრივად გადახდის უფლებას ითხოვს.

"დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის მიმართულებით - ანძიდან რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეწყვიტა. ბოლო რამდენიმე საათია, რადიო ვერ მაუწყებლობს, შექმნილ ვითარებაში ზარალდება კომპანია და პრობლემა ექმნებათ მასში დასაქმებულ ადამიანებს. ამის გამო ჩვენ - გამგეობის წევრები იძულებული გავხდით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განცხადებით მიგვემართა. ბოლო რამდენიმე წელია, რადიო "აფხაზეთის ხმა" ბაზარზე წარმატებით მაუწყებლობს. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში გვიწევს მაუწყებლებს მუშაობა არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო დროს შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად, ორგანიზაციასაც შეექმნა ფინანსური პრობლემები. ჩვენის მხრიდან ანძის მიმართ არსებული დავალიანება შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტული ვადაგადანაწილებით შევასრულეთ, დარჩენილია მთლიანი თანხის მხოლოდ 30 %, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ვფარავთ. თუმცა დღეს დილით მომსწრენი გავხდით "სიურპრიზის" - მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა. მომხდარი პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მივიჩნევთ, რომ ჩვენზე ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ მაუწყებლობა და მოგვცეთ ვადა ანძის მიმართ დავალიანების დასაფარად! იმედი გვაქვს, ყურად იღებთ ჩვენს პრობლემას და მიიღებთ შესაბამის ზომებს",- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42