ცენტრში უკვე ამოქმედდა რამდენიმე ტრენინგ-მოდული, რომლის ფარგლებში არამარტო სპეციალურ მასწავლებლები, არამედ ყველა საგნი მასწავლებელი გადამზადდება. ინკლუზიური განათლების, რელევანტური გარემოს შექმნის, ინდივიდუალური მიდგომით სწავლების და სხვა საკითხებს სკოლის დირექტორებიც გაეცნობიან.
აღნიშნული ტრენინგების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშეწყობა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებაა.
მიმდინარე წლიდან სექტემბრიდან ასევე დაიწყება ნორვეგიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განვითარებისა და განათლების სისტემაში“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების მომზადება და განხორციელება ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა განათლების, უსინათლო და მცირემხედველ პირთა განათლების, ასევე ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით, ასევე სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






