აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 17:26, 19 Aug, 2015     1794
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელ ესტაკადაზე დასრულდა რკინა-ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, სავალი ნაწილის ფენილის დაშლა და საყრდენი კედლის დემონტაჟი.

ესტაკადის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:
გაძლიერდება არსებული ხიდის განაპირა ბურჯები, ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყობა ახალი სავალი ნაწილი, შემასწორებელი ფენა, ჰიდროიზოლაცია და არმირებული ბეტონის დამცავი ფენა. გზაგამტარის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყობა სპეციალური წვრილმარცვლოვანი ცხელი ასფალტო-ბეტონის ფენა (სისქე 5სმ).

პროექტით გათვალისწინებულია არსებული განათების ელ-მომარაგების ხაზების გადატანა, ასევე ახალი განათების ქსელის მოწყობა ხიდისა და პანდუსებისთვის და მიმდებარე გზებისთვის.

პროექტის ფარგლებში ხიდზე არსებული (ძველი) მოაჯირები შეიცვლება ახალი, თუჯის მოაჯირებით.
ესტაკადის რეაბილიტაციისა და პანდუსების აღდგენის შემდეგ მოხდება მისასვლელი და მიმდებარე გზების აღდგენა-რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს სამშენებლო კომერციული კორპორაცია „ხიდი“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 2.188.965 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მაისს დაიწყო და 210 დღეში დასრულდება.

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42