დავით ნარმანია "სითი პარკს" აფრთხილებს
საზოგადოება - 13:56, 19 Aug, 2015     2201

თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერიამ „სითი პარკს“ გადაუგზავნა წინადადებები, რაც მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი გონივრული ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.

დავით ნარმანიას განმარტებით, ცვლილებების უმთავრესი მიზეზი ცალმხრივად გაფორმებული ხელშეკრულებაა.

„ხელშეკრულება ძირითადად ინვესტორის, „სითი პარკის“ ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი“, - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ითხოვს ასევე კომპანიიდან იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს წინა მთავრობის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად დააკლდა.

„ერთი წლის წინ, როცა ჩვენ მოვედით მაშინვე შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავაბრუნეთ შემოსავლების განაწილების უფრო სამართლიანი მოდელი. ამის საფუძველზე დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია „სითი პარკისგან“, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია. ისევე, როგორც ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალური, აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ „სითი პარკის“ წინაშე. უახლოეს დღეებში სრულად გვექნება მათი პოზიცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია გარკვეული დავების განხილვის უფლებამოსილება პარკირებასთან დაკავშირებით, რასაც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქი სამსახური იხილავს.

თბილისის მერის განცხადებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტრანსპორტის საქალაქო სამსაურში შევიდა 400-მდე საჩივარი საჯარიმო ქვითრის გაუქმების, დარიცხული საურავის შემცირების, ან ევაკუაციის გაუქმების მოთხოვნით.

„დღემდე გაუქმებულია 50-მდე საჯარიმო ქვითარი და 170-მდე დარიცხული საურავი, ასევე 30-მდე ევაკუაცია. ამჟამად განხილვაშია 120-მდე განცხადება, 330-მდე საურავი და 20-მდე ევაკუაცია. ანუ გარკვეული საკითხები, რაც ეხება ამ უკანონო დაჯარიმებებს, ან უკანონო გადაყვანას, სადაც კომპანიის მხრიდან დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, ასეთ შემთხვევაში გვაქვს უფლებამოსილება, რომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხები, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42