მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტი დარგის სპეციალისტებმა კიდევ ერთხლ განიხილეს
საზოგადოება - 10:48, 19 Aug, 2015     874
ქალაქ თბილისის მერიაში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე კომისიის წევრები, რომლებმაც გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრები და მოწვეული არქიტექტორები.

აღინიშნა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები, რომელიც უმთავრესად მეტი სივრცის გაჩენასა და მოცულობის შემცირებას ეხებოდა, გამარჯვებულს სრულად ჰქონდა გათვალისწინებული.

შეხვედრაზე გაკეთდა პროფესიული შეფასებები და აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ესკიზური პროექტის ვარიანტში გათვალისწინებულია არსებული ლანდშაფტური გარემო, ამასთან, პროექტი სივრცით გეგმარებითი გადაწყვეტის კუთხითაც მისაღები და მოსაწონია. რაც შეეხება არქიტექტურულ-ტექნიკური ხასიათის მქონე შენიშვნებს, უშუალოდ პროექტირების ეტაპზე, წარმოდგენილი ესკიზური ვარიანტი კიდევ უფრო დაიხვეწება და შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული ყველა რეკომენტაცია.

თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე იმართება საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსგავსი სახის განხილვები, რათა ხელი შეეწყოს ქალაქის განვითარებას და ამასთან, მაქსიმალურად იქნას დაცული ტერიტორიის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა.

როგორც არქიტექტორმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, აკადემიკოსმა გიორგი ბათიაშვილმა აღნიშნა, არაერთი შეხვედრა და მსჯელობა გაიმართა პროფესიულ წრეებს შორის, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო.

„პროექტი გაცილებით უკეთესი და მისაღებია ქალაქისათვის“, - აღნიშნა გიორგი ბათიაშვილმა.

მისი თქმით, ამ განხილვების შედეგია ის, რომ პროექტის მოცულობა 5000-მდე კვადრატული მეტრით შემცირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42