ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით 20 აგვისტოდან რეგისტრაცია იწყება
საზოგადოება - 10:05, 19 Aug, 2015     1564
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების წესი დაამტკიცა.

აღნიშნული წესის მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროფესიული აქტივობების შეფასება და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კრედიტქულების მინიჭება მოხდება.

აღნიშნულ აქტივობებს, მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი არანაკლებ 3 წევრისგან დაკომპლექტებული კომისიები შეაფასებენ.

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების კომპეტენციების შეფასება 4 მიმართულებით, სპეციალურად შექმნილი დადასტურების ინსტრუმენტებით მოხდება. აღნიშნული მიმართულებებია:

· სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა

· სასწავლო რესურსის შექმნა

· პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

· საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა

ჩამოთვლილთაგან ეს უკანასკნელი მიმართულებამხოლოდ სერტიფიცირებულ, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს ეხება.

თითეული მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს შეფასების წესით დადგენილი ერთ-ერთი აქტივობა მაინც, რომელსაც თავად ჩათვლის საუკეთესოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ხარისხის და არა რაოდენობის დადგენის პრინციპს. ხარისხიანად შესრულებული, თუნდაც ერთი აქტივობა საკმარისია იმისათვის, რომ თითეული მიმართულებით გამოჩნდეს მასწავლებლის კომპეტენციის დონე და პოტენციალი.

კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული აქტივობები მასწავლებლებს, ახალ სქემაში დამატებით აქტივობებად ჩაეთვლებათ და კრედიტქულები მიენიჭებათ.

შეფასების პროცესი იქნება გამჭირვალე, რადგან შეფასება ეყრდნობა მკაფიოდ გაწერილ ინსტრუმენტებს - რუბრიკებსა და კითხვარებს, რომელთა შესახებთითეული მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კონსულტაციებით.

აღნიშნული აქტივობების შეფასებისა და აღიარების მიზნით, მასწავლებლებს შეუძლიათ20 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, რესურსცენტრში წარადგინონ განაცხადი და განხორციელებული გეგმა, ხოლო 20 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, სკოლას, სადაც მოცემული მომენტისთვის იქნება დასაქმებული მასწავლებელი, შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში - „ისქულში“ (eSchool)ატვირთოს განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ცენტრის ისტორიაში პირველად ხდება, რომ დოკუმენტების ატვირთვა და შეფასება მთლიანად ელექტრონულად ხორციელდება. ეს არის ერთგვარი ტესტი და პილოტი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ახალი სქემის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში მოუწევთ მუშაობა. ცენტრი დაეხმარება მათ, რომ ეს პროცესი მათთვის მარტივი და კომფორტული იყოს.

აღნიშნული პროცესის დაწყებამდე აღნიშნული დოკუმენტაციის ატვირთვის ინსტრუქცია განთავსდება როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და დაეგზავნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

მასწავლებლებს ეძლევათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ პორტფოლიოებს, შეარჩიონ საუკეთესო აქტივობები, ატვირთონ სისტემაში და იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ შეფასება გამჭირვალედ და ობიექტურად განხორციელდება.

იხილეთ:

განაცხადის ფორმა

შეფასების წესი

შეფასების რუბრიკები

eSchool-ში ატვირთვის ინსტრუქცია

დამხმარე ინსტრუმენტები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42