“ბოსელში ვცხოვრობთ ფაქტიურად და ისიც ნახევრად მშივრები”- მაღალქულიანი შეჭირვებულები
“წელს ისეთი ამინდები იყო, ვერაფერი ვერ გავახარე, ყანა, ბოსტანი სულ გამიფუჭდა. თავს ამ ზამთარში როგორ გავიტანთ არ ვიცით. 160 ლარს პენსიას იღებს ჩემი მეუღლე და ამას ვიზოგავთ ყველანაირად. პენსიით გაიტანება თავი”?- უკიდურეს სიდუხჭირესი მყოფი ართმელაძეები, უმძიმესი ყოველდღიური პრობლემებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში, ნაფიჩხვარას უბანში ცხოვრობენ.
10 ოჯახით დასახლებულ უბანში ყველაზე რთული მდგომარეობა ამ სამსულიან ოჯახში დაგხვდა. ხის სარებით შემოღობილ ეზოში მდგარ, მიწაზე დადგმულ ერთსართულიანი სახლში ართმელაძეები 20 წელია ცხოვრობენ.
სახურავი შავი თუნუქისაა, რომელიც აქა-იქ აყრილია, კედლები და ჭერი კი კარდონითაა შეკერილი. იატაკი ხისაა, თუმცა იმდენად მოძველებული და გაფუჭებული, რომ ქვემოდან მიწა ჩანს. ნესტის შესაკავებლად სახლს გარედან, ე.წ ტოლი აქვს შემოკრული. 70 წლის ოჯახის უფროსი რ. ართმელაძე სამ ოთახში მეუღლესთან და 12 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი საძინებელი, ერთი პატარა მისაღები ოთახი და გვერდით მოდგმული სამზარეულო, სადაც მხოლოდ ერთი თარო, პატარა გაზი და ერთი მაგიდა დგას. ავეჯი ძველია და თითქმის გამოუსადეგარი, დიასახლისი გვეუბნება, რომ რაც სახლში დგას, ყველაფერი მისი მშობლების ნაჩუქარია. რკინის საწოლები, ერთი ტანსაცმლის კარადა, 4 სკამი, მაგიდა და პატარა ტელევიზორი, რომელსაც უკვე 2 თვეა ვეღარ უყურებენ, ციფრულზე გადასართავად სპეციალური აპარატის ვერ შეძენის გამო, 20 წლის წინანდელია.
ქალბატონი გვეუბნება, რომ აქვთ ერთი გაფუჭებული მაცივარიც, რომელსაც სათავსოდ იყენებენ. არ ჰყავთ შინაური ფრინველები და ცხოველები. თავის გატანა 160 ლარით უწევთ, რომელსაც მისი მეუღლე პენსიის სახით ყოველთვიურად იღებს. მიუხედავად ასეთი ხელმოკლეობის, ოჯახის 2 წლიანი მცდელობისა და რამდენჯერმე დაწერილი განცხადების მიუხედავად, ართმელაძეები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ ხვდებიან, მინიჭებული მაღალი ქულების გამო:
“2 წელია ვწერთ განცხადებას, ამოვა აგენტი, შეგვამოწმებს, შევავსებთ იმ ფურცელს და იქ რას უმატებენ მერე, არ ვიცი. აბა, ჩვენ რა ქონება გვაქვს თქვენც ხედავთ. არც ძროხა, არც ქათამი. ჩვენი თავი ძლივს გაგვაქვს და იმათ რჩენა ხომ უნდა? 2 ათასი მეტრი მიწა გვაქვს სულ, ძროხასაც ვერ გაიტანს, რა ყანა უნდა მქონდეს ისეთი ჩვენც გვეყოს და საქონელსაც. ბოსტანიც ხომ უნდა გვქონდეს, ამ უბანში 10 ოჯახია და თითქმის უმრავლესობა თურქეთშია წასული სამუშაოდ, მე 70 წლის კაცი ვარ და ვერ შევძლებ იქ წასვლას,ქირაზე ვმუშაობთ, ისიც თუ გამოჩნდება. იშვიათად, რომ დღიური ფული გამოვიმუშაოთ”-გვეუბნება ოჯახის უფროსი.
ოჯახს, გაუსაძლის პრობლემებთან ბრძოლა ყოველდღიურად უწევს. ერთადერთი, რაც არ უჭირთ პურია, რადგან დისახლისის განმარტებით, პენსიით ყოველთვიურად ფქვილის ყიდვას ახერხებენ, დანარჩენი კი, ამინდებზეა დამოკიდებული: “ფხალი დავთესე, ქინძი, მაკიდო, კარტოფილი, ჭამა ხომ გინდა ადამიანს? კარტოფილი ცოტა გავყიდე, დანარჩენი შევინახე, პური არ გვაკლია რაც მთავარია. დათესვით ყველაფერს ვთესავ, მაგრამ ამინდები არ გვიწყობს ხელს, ზაფხულში ჭა შრება და ვერ ვრწყავთ ბოსტანს. წელს პომიდორი საერთოდ ვერ მოვიყვანე, გახმა. ყანა არაფრად ვარგა, დაყვითლებულია სიმინდის ფოთლები, თუ მოვა რამე მოსავალი, არ მგონია”.
დიასახლისი გვეუბნება, რომ მათ ძირითად საკვებს კარტოფილი შეადგენს. ბავშვისთვის თვეში ერთხელ ახერხებენ ძეხვის ყიდვას. როგორც გვიყვება, ხორცის ყიდვას თვეობით ვერ ახერხებს: “დაფიცება შემიძლია, ბავშვისთვის არაფერი არ გვიყიდია, ჩემი ძმისშვილები თუ უყიდიან რამეს, ან ნათესავები მისცემენ, ეცოდებათ და ჩუქნიან ტანსაცმელებს. სკოლაში კარგად სწავლობს, ნიჭი აქვს, მაგრამ ხელშეწყობას ვერ ვახერხებთ. ჩემები რომ არ გვეხმარებოდნენ, მთლად მიწასთან გასწორებულები ვიქნებით. მოზარდია და თავისებური კვება უნდა, მარტო კარტოფილი, ფხალი, ლობიო და კიტრი რას იზამს? ბავშვს კარაქი უნდა, ხორცი, არაფრის საშუალება არ გვაქვს. ფაქტიურად ბოსელში ვცხოვრობთ და ისიც ნახევრად მშივრები”.
როგორც ართმელაძეები გვეუბნებიან, მათ არც ერთჯერადი დახმარება მიუღიათ და არც რომელიმე სოციალურ პროგრამაში არიან ჩართულები, რადგან განცხადებით არავისთვის მიუმართავთ: “სოფლის რწმუნებული ეზოშიც არ ჩამოსულა არასოდეს და არ უკითხავს, რამეში შეუძლია თუ არა დახმარება. მიმართვას რა აზრი აქვს? მაინც არავინ არაფერს არ აკეთებს. არც სოციალურთან შუამდგომლობა, არც ერთჯერადი დახმარება ჩვენ არ მოგვითხოვია. არ მიყვარს არავის შეწუხება, აქ, ამ შემოღობილში რაც მაქვს, იმას ვიკმარებ, ბავშვიც ასე მყავს მიჩვეული, არავის არ შევაწუხებთ ზედმეტად”.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა