"გაძვირება გარდაუვალია"- რას აცხადებენ მეპურეები და გაძვირდება თუ არა პურთან ერთად სხვა პროდუქტებიც
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:55, 18 Aug, 2015     1742
პურის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით პურზე ფასის მატება გარდაუვალია. ამის მიზეზად მწარმოებლები ფქვილზე გაზრდილ ფასს და სამომავლოდ ელექტროენერგიის გაძვირებას ასახელებენ.

შპს „იბერია 2012“ის ხელმძღვანელის გივი გორგიაშვილის განცხადებით პროდუქციის წარმოების ფასმა მოიმატა, პურის ფასი კი იგივე რჩება, რის გამოც ის ზარალზე მუშაობს და საწარმო დახურვის საფრთხის წინაშეა:

„საგრძნობლად მოიმატა ფქვილის ფასმა, 7 ლარით არის ერთი ტომარის ფასი გაზრდილი, ამან გამიძვირა პროდუქცია, თუ მსხვილი კომპანიების მიერ არ მოხდა პურზე ფასის მატება, მე ვერ ვზრდი. ამიტომ ზარალზე ვმუშაობ და სანახევროდ გაჩერებული ვარ და შეიძლება საერთოდ გავჩერდე.“

შპს „პური ჩვენი არსობისა“-ს ხელმძღვანელის ომარ ფურცელაძის თქმით არსებული ვითარება პურის გაძვირებას გარდაუვალს ხდის.

„თუ ფქვილის არ გაიაფდა და ელექტროენერგიის ფასის მატება მოხდა, პურზე ფასის მატება გარდაუვალია. რამდენით და როგორ უცნობია, მაგრამ გარდაუვალია“

იფქლის დირექტორის შაქრო ბაკურაძის თქმით პურის ფასთან დაკავშირებით კომენტარს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, კომპანია "იფქლის" ხელმძღვანელის შაქრო ბაკურაძის განცხადებით, ფქვილზე ფასი ხელოვნურად გაიზარდა და სფეროში უკანონობა ხდება. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი პრაქტიკულად ერთ კომპანიას შემოაქვს და ალტერნატიული ფქვილის შემოტანა იკრძალება, ბაკურაძის თქმით, თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.

ექსპერტების შეფასებით ქვეყნის მთავარ პროდუქტზე ფასის მატებასთან ერთად ფასები შესაძლოა სხვა პროდუქტებზეც გაიზარდოს. ამის მთავარ მიზეზად კი ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების მატებას ასახელებენ. ამავდროულად ანალიტიკოსების აზრით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მონოპოლიზების მცდელობასაც შეინიშნება.

"ისეთი სიტუაციაა, რომ თითქოს ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ამ ბიზნესში ვიღაც დაბლოკოს და მთავრობასთან შეთანხმებით მონოპოლიური პოზიცია დაამყაროს," - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა კურიერთან საუბრისას.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად ექსპერტები ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკის შეცვლას მიიჩნევენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42