დავით ნარმანიამ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
საზოგადოება - 13:01, 18 Aug, 2015     1474
თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელში ვიზიტით იმყოფება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ფორუმი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები სპეციალურად ამ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. თბილისის მერმა პირველ შეხვედრა ჰაიტეკის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა სტარტაპების განვითერებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. დავით ნარმანიამ ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ქართული დელეგაციის ებრაელ ინვესტორებთან შეხვედრას. ბიზნეს-ფორუმზე ქართულმა მხარემ საქართველოს ბიზნესპოტენციალის შესახებ ისაუბრა და სხვადასვა პროექტის პრეზენტაცია გამართა.

იერუსალიმის მერთან შეხვედრისას იერუსალიმის მერი ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. ორი ქვეყნის დედაქალაქების მერების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათი განცხადებით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაპირდა.

„ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას, პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორის იციკ მოშეს განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი ურთიერთბის ახალ ფორმატს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ თანამშრომლობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნეს-ფორუმის შემდეგ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას ელოდება.

დღის ბოლოს დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს ხილიკ ბარს შეხვდა, რომელიც ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. თბილისის მერმა ხილიკ ბარისგან მხარდაჭერა მიიღო და აქვე დაიგეგმა ქნესეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42