"მოედანი ჩვენი ასარჩევი რომ იყოს, ყოველთვის თბილისს ავირჩევდითო..."- რა განაცხადეს "ბარსელონელებმა"
სპორტი - 10:19, 18 Aug, 2015     8269
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში ჩატარებული სუპერთასის მატჩის კულისების შესახებ სტატიას აქვეყნებს და „ბარსელონას“ ფეხბურთელების თბილისურ შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიაამ, ისაუბრა რომელიც სუპერთასისთვის მზადების პერიოდში და უშუალოდ 11 აგვისტოს ბარსელონას მეკავშირე ოფიცერი იყო.

„ბარსელონას წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტი სუპერთასის მატჩამდე თვეებით ადრე დაიწყეს და სფფ-სთან ერთად კლუბის ჩამოსვლის ყველა დეტალი შეათანხმეს. მათ თავიდანვე მოეწონათ „დინამო არენა“, ასევე კმაყოფილები დარჩნენ სავარჯიშო მოედნითა და სასტუმროთი. როგორც იცით, ბარსელონამ „თბილისი მარიოტი“ მთლიანად დაჯავშნა“.

უსაფრთხოება – ეს იყო კატალონიური გრანდის უმთავრესი მოთხოვნა. სტუმრებმაც და მასპინძლებმაც საამისოდ ბევრი იშრომეს და საბედნიეროდ, თბილისურმა სუპერთასმა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა. ბარსელონას თბილისში უსაფრთხოების რვა თანამშრომელი და სამი მზარეული ჩამოჰყვა.

საინტერესოა, როგორი იყო ბარსელონელთა რეაქცია, როცა მათ მატჩის მომლოდინე აურაცხელი ქომაგი საკუთარი თვალით ნახეს.

„ბარსა მთელ მსოფლიოში პუპულარულია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ფეხბურთელები ასეთი გრანდიოზული დახვედრისგან მაინც განცვიფრებულები დარჩნენ. იმას, რაც მათ „თბილისი მერიოტთან“ ნახეს, აშკარად არ ელოდნენ. კლუბის მოთხოვნა კი პირნათლად შესრულდა – სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივართა სიმრავლის მიუხედავად, ფეხბურთელები არავის შეუწუხებია“, - გვითხრა ბოკერიამ.

მას 10-11 აგვისტოს ბარსელონას მოთამაშეებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა და მათი პიროვნული თვისებებით მოიხიბლა: „ვიცოდი, რომ ბარსაში თავმდაბალი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ამ რანგის ვარსკვლავებს მცირე დოზით მაინც ექნებოდათ შეყრილი ვარსკვლავური სენი. მსგავსი არაფერი. კლუბის წარმომადგენლებმა ყველა ფეხბურთელი სათითაოდ გამაცნეს და მათმა უბრალოებამ და უშუალობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ესპანურს არ ვფლობ, მესიმ და ბარსელონას ვარსკვლავთა უმეტესობამ კი ინგლისური არ იცის. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ხერარდ პიკესთან გასაუბრება მოვახერხე და მითხრა, რომ აქაური ატმოსფეროთი აღფრთოვანებული იყო“.

ყველაფერი ეს თამაშამდე, თორემ სტადიონზე ნანახმა ბარსელონელთა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: „კლუბის ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ თავი „კამპ ნოუზე“ ეგონათ. ბარსელონელებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყანაში თავი ასე კომფორტულად არასდროს უგრძვნიათ. ისიც თქვეს, ნეიტრალური მოედანი ჩვენი ასარჩევი რომ იყოს, ყოველთვის თბილისს ავირჩევდითო...“

მასპინძლებმა ბარსელონელებს თბილისში ექსკურსია შესთავაზეს, მაგრამ გუნდს საამისო დრო არ ჰქონდა. თამაშამდე მთელი დრო ლუის ენრიკეს გუნდმა სასტუმროში გაატარა (თუ არ ჩავთვლით ვარჯიშებს). ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი საკონფერენციო დარბაზში იკრიბებოდნენ ხოლმე, სადაც თეორიული მეცადინეობები ტარდებოდა.

თამაშის შემდეგ ორივე კლუბმა უმალ აეროპორტს მიაშურა, თუმცა ბარსელონელები და სევილიელები იქ აღარ გადაკვეთილან – სევილიამ საპასპორტო კონტროლი ტრადიციული წესით გაიარა, ბარსელონამ კი ავტობუსით პირდაპირ თვითმფრინავს მიაშურა.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ თბილისს ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე სტუმრობდა, რომელსაც საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი მასპინძლობდა. სახელოვანმა სპეციალისტმა შეძლო კამერების ყურადღების მიღმა დარჩენა, თუმცა მისი თბილისური ვიზიტის ამსახველი ფოტოები ინტერნეტსივრცეში მაინც გამოჩნდა.

წყარო www.gff.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42