”რუსთავი 2”-ის 91%-იანი წილის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება - 21:06, 17 Aug, 2015     9521
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 91%-იანი წილის მფლობელები, გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შ.პ.ს. ტელეკომანია საქართველო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო რამდენიმე დღეა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, შეშფოთებული ვადევნებთ თვალყურს შეტევას თავისუფალი მედიის ფლაგმანზე, რუსთავი 2-ზე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად კანონიერად და კეთილსინდისიერად გავხდით ტელეკომპანიის მესაკუთრეები, ჩვენს მიერ განხორციელდა რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია. კომპანიის ღირებულება 2012 წლის შემდეგ გაიზარდა სულ მცირე ორჯერ, ხოლო ქიბარ ხალვაშის მფლობელობის პერიოდთან შედარებით - სულ მცირე 20-ჯერ. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რის „დაბრუნებას“ ითხოვს ფორმალური მოსარჩელე ხალვაში, რომლის დროსაც რუსთავი 2 შეკედლებული იყო რამდენიმე ნაქირავებ ოთახში და იყო წამგებიანი კომერციული სუბიექტი. შედარებისთვის, დღეს რუსთავი 2 არის ტელეინდუსტრია, რომელიც მოიცავს 3 არხს, რომელსაც დასაქმებული ყავს ათასამდე ადამიანი და რომელიც ფლობს უძრავი და მოძრავი ქონების დიდ ინფრასტრუქტურას. ჩვენი შეშფოთების საგანი არის არა იმდენად ჩვენი წილების დაყადაღება, რამდენადაცრუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება და მისი ხელმძღვანელობისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, რაც კომპანიას უსპობს ჩვეულებრივი ოპერირების შესაძლებლობას და რამაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაკოტრება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ქონების (რუსთავი 2-ის წილების) დაყადაღება, ხოლო რუსთავი 2-ის ქონება წარმოადგენს არა ჩვენს, არამედ დამოუკიდებელი იურიდიული პირის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებას. შესაბამისად, სწორედ რუსთავი 2-ის ქონებაზე და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე შეტევა გვაფიქრებინებს, რომ მთელი ეს სამართლებრივად უშინაარსო და უპერსპექტივო დავა მიმართულია თავისუფალი მედიის ფლაგმანის - რუსთავი 2-ის გასანადგურებლად, რაც, თავის მხრივ, უმძიმეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მივმართავთ თხოვნით არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, თვალყური მიადევნონ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალური თანადგომა გაგვიწიონ კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის დროს,"-აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42