ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19% შეადგინა.
უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 52% შეადგინა.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21%-ით, მეორეზე - აზერბაიჯანი 19%-ით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 12%-ით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2014 წელს 55% შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25%-ია.
მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მილიონი აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა - 205.4 მილიონი აშშ დოლარით (12 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები






