აქცია სუფსაში - მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს და დათმობილი მიწის საფასურის გაზრდას ითხოვს
საზოგადოება - 14:18, 17 Aug, 2015     3753
სუფსაში აცხადებენ, რომ თანხა რომელსაც სახელმწიფო მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ სთავაზობს მიზერულია.

დღეს, სუფსის (სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში) მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომლის საკარმიდამო ნაკვეთებზე „წითელი-ხიდი სარფის“ ავტობანის ჯაპანა-გრიგოლეთის მონაკვეთი გადის, ამავე სოფელში ბაზირებული იმ ჩინური კომპანიის პიკეტირება დაიწყო, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდგომ, ამ საგზაო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

ადგილობრივები საკარმიდამო ნაკვეთებისა და საყანე ფართობების სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საფასურს-ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ლარს-აპროტესტებენ და თანხის 18 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უარს აცხადებენ მოხსნან პიკეტი კომპანიის ოფისის შესასვლელში.

მოსახლეობა ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩასვლასაც და ადგილზე მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.

ეთერი იმედაშვილი: „რაც დაიწყო სამუშაოები გზის გაყვანასთან დაკავშირებით, პირადად მე და ჩემს ახლობლებს ყველა ინსტანცია მოვლილი გვაქვს, ვიყავით ბატონ ჯავახიშვილთან, იმან სხვასთან გადაგვამისამართა, ვიყავით ეკონომიკის სამინისტროში. ბოლო ბოლო ვერ გავიგეთ ფასებს ვინ ადგენს. მთავარი მოთხოვნაა ჩვენი-ფასების მომატება, ზოგან აძლევენ 19 ლარს, ზოგან 23-ს, ჩვენ კი 4 ლარს-რასაკვირველია მთელი სოფელი წინააღმდეგნი ვართ. ჩემს ნაკვეთზე მთლიანად ავტობანი გადის, ეს არის მამისეული მიწა. ჩვენ, ხალხი ვითხოვთ ფასების მომატებას კომპენსაციების გაცემაზე. არანაირად არ დავთმობთ, ეს ყველაფერი ხალხის მასხრად აგდებაა“.

ალეკო ევგენიძე: „ჩვენი მთავარი მოთხოვნებია საგზაო დეპარტამენტმა სუფსის თემს წარუდგინოს პროექტი, განხილვა უნდა მოხდეს ლაჩხუთის საკრებულოს დონეზე. მეორე მოთხოვნა-არარეალური ფასი შემოგვთავაზეს კვადრატულ მეტრ მიწაში, ეს ფასი დადგენილია აუდიტის მიერ 2012 წლის დასაწყისში. ახლა კი 2015 წლის აგვისტოა. გაუქმდეს მტავრობის მიერ დამტკიცებული ის აუდიტის დასკვნა, როგორც ხანდაზმული და აცდენილი დროსა და სივრცეს. გამოცხადდეს ახალი ტენდერი სადაც გამარჯვებულმა აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასოს ქონება, რეალური მდგომარეობით. ეს ავტობანი გადის ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებზე. კონკრეტულად რომ ვთქვა საყანე ფართობები შეფასებულია ერთი კვადრატული მეტრი სამ ლარად, ამას ემატება ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო ტანხა რაც ადის 4 ლარამდე მთლიანობაში. იგივე საკარმიდამო ნაკვეთები აქედან 15 კილომეტრში, ნატანებსა და შეკვეთილში შეფასებულ იქნა 16 ლარად, საკომპენსაციო თანხასთან ერთად მიაღწია 18 ლარს. ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე პიკეტირებული იქნება იმ ჩინური კომპანიის შესასვლელი, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებენ. მოვითხოვთ ჩამოვიდეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილზე. საგზაო დეპარტამენტმა სრულად დაკარგა ნდობა მოსახლეობაში, ჯავახიშვილს ჯერ კიდევ ვენდობით“.

ზაზა ურუშაძე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი:“აქ ჩემი შუამდგომლობა დიდს არაფერს არ წყვეტს იმ გაგებით, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზა არის და აუდიტის შეფასებაა მიწაზე. ორი დღის წინ შევხვდი ინფრასტრუქტურის მინისტრს და ის აპირებს ხუთშაბათს გამოუშვას ჯგუფი ამ ადამიანებთან შესახვედრად, ან თვითონაც ჩამოვიდეს. ვფიქრობ, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოსახლეობასთან მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს“.

აქცია სუფსაში ამ წუთებში დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42