„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაშიც ძალიან ბევრია ვინც ლიმონოვის აზრს იზიარებს, ასევე უამრავია, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხვირწინ მიუხურავს კარს... ყოფილა შემთხვევები, როდესაც მარშუტკიდან ჩასვლა უთხოვიათ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე ბაღიდან და სკოლიდან გაუგდიათ ბავშვი. ნატალია ვოდიანოვას დის მსგავსი ისტორიები ყოველ დღე და ყოველ წუთს ხდება ჩვენ ირგვლივ და ეს ისტორიები არ საჯაროვდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა ჩვენთანაც გახდეს აქტუალური! ყველას ვუთხრათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ჩვენი შვილები, დები, ძმები, დედები, მამები, მეგობრები არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოებისგან. მნიშვნელოვანია, რომ მედია მეტ ყურადღებას აქცევდეს ამ თემას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, როცა ვხვდებით უსამართლობას, იმის ნაცვლად, რომ ჩუმად ვიყოთ, გამოვდიოდეთ და ვსაუბრობდეთ ამის შესახებ . გავერთიანდეთ,! მხარში დავუდგეთ ერთმანეთს იმისათვის, რომ ლიმონოვები საქართველოშიც არ გვყავდეს, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენ გვერდით მყოფი უნიკალური ადამიანები!“- წერს ბაია დავითაია.

"ნუ ჩაგრავთ ჩემს დას და მისნაირებს!" - ნატალია ვოდიანოვას ემოციური პოსტი
მასალის გამოყენების პირობები






