უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა ხიხანის ციხეში - ფოტო
კულტურა - 15:02, 15 Aug, 2015     4303
მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრის სიმაღლეზე, ხიხანის ციხეში მეცნიერებმა უნიკალური მარანი აღმოჩინეს, რომელშიც 43 ქართული ქვევრია მოთავსებული.

როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, მარანი მე-12 მე-13 საუკუნეებით თარიღდება და ის წყლის შესანახად გამოიყენებოდა. არქეოლოგები ხიხანის ციხეში უკვე მესამე წელია მუშაობენ, მათ შარშან 28 ქვევრიანი ღვინის მარანი აღმოაჩინეს.

ექსპედიციის დასრულების შემდეგ ღვინის მარანის მსგავსად წყლის მარანის კონსერვაციაც მოხდება.

,,გამოვლინდა მარანი, რომელშიც 43 ქართული ქვევრია დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს მარანი არ უნდა იყოს როგორც მარანი მისი კლასიკური გაგებით და ეს უნდა იყოს წყლის რეზერვუარი და ის თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით“ - განაცხადა ხიხანის ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა.

როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა, ეს ძეგლი არ არის მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის, არამედ ის არის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლიც.

,,ჩვენი მაღალი მოტივაცია არის რომ მოხდეს ამ მძეგლის მთლიანად რეაბილიტაცია, ეს არის აჭარის ოლიმპო. სააგენტო დაინტერესებულია, რომ პერმანენტულად გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნიკალური კომპლექსია, რომლის მთლიანად კონსერვაცია და ნაწილობრივ რეაბილიტაცია იგეგმება. არის ეკლესიის ფრაგმენტები, არის კოშკები, თანმიმდევრულად სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ხიხანზე რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული", - აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42