მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგიონებში მასწავლებელთა სახლების ამოქმედებას გეგმავს
საზოგადოება - 16:52, 14 Aug, 2015     2109

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ქალაქ ზუგდიდში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც სამომავლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მასწავლებლის სახლი აშენდება.

მასწავლებლის სახლი აღნიშნული რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს და ორგანიზებას გაუწევს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.

გიორგი მაჩაბელმა ტერიტორია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერაბ ქვარაიასთან ერთად დაათვალიერა. საკრებულოს ხელმძღვანელმა პროექტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

მასწავლებელთა სახლების ამოქმედება ზუგდიდის გარდა, ოზურგეთში, ახალციხესა და თელავშიც იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულიაკონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებელთა სახლები შეიქმნება.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რათა მასწავლებლებს საკუთარ რეგიონში შეექმნათ პროფესიული განვითარების ყველა წინაპირობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42