წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვით გამოირჩევა- ფინანსთა მინისტრი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:50, 14 Aug, 2015     1344
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ტენდენციებზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკური ფაქტორების შესახებ ბრიფინგი გამართა. ფინანსთა უწყების ხელმძღვანელის თქმით მიმდინარე წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით გამოირჩევა. მინისტრმა 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შემოსულობების, გადასახდელების და დეფიციტის შედარება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო. წელს კი, 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი დაფიქსირდა. მისი თქმით, შემოსულობები წელს მთლიანად 10 665 000 000 ლარი, ხოლო გადასახდელები 10 160 000 000 ლარი იქნება. გასული წლის შვიდ თვეში შემოსულობები 5 169 000 000 ლარი იყო, ხოლო წელს - 6 167 000 000 ლარი. რაც შეეხება გადასახადებს, მისი თქმით, გასულ წელს 5 126 000 000 ლარი იყო, ხოლო წელს 600 000 000 ლარით მეტია დახარჯული.

„ყველა წლის განმავლობაში ჩვენ პირველი ნახევარი ყოველთვის პროფიციტული გვქონდა, ხოლო წლის მეორე ნახევარზე საბიუჯეტო დეფიციტის დატვირთვა მოდიოდა. წელს უკვე პირველ ნახევარშივე გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვით გამოირჩევა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურის განცხადებით ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა არ იქნება, რადგანაც ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება.

„ჩვენ არ ვაპირებთ წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, მეოთხე კვარტალში დიდი რაოდენობის თანხა დავხარჯოთ. წლის ბოლო ოთხ თვეში, მიმოქცევიდან თანხებს ამოვიღებთ და მათ მომავალი წლისთვის გადავიტანთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ გასულ 7 თვეში ბიუჯეტს გაცვლით კურსთან მიმართებაში მხოლოდ შემაკავებელი, დადებითი როლი ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42