მანგანუმით დატვირთული მანქანები ჭიათურის ქუჩებში თავისუფლად ივლიან
საზოგადოება - 14:19, 14 Aug, 2015     2197
ჭიათურის საკრებულომ ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც მანგანუმით დატვირთული მანქანებისათვის ქალაქში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნას ითვალისწინებს. 2015 წლის 7 აგვისტოდან, მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები ქალაქის ქუჩებში თავისუფლად იმოძრავებენ.

ინიციატივა მანგანუმის გადამტანი ავტომანქანებისათვის ქალაქში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ ჭიათურის გამგებელს, სულხან მახათაძეს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჭიათურის მოსახლეობას, დადგენილება მაინც მიიღეს.

მადნით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში მოძრაობა ჭიათურის მოსახლეობისათვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს. იქიდან გამომდინარე, რომ მანგანუმი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამომწვევი ნივთიერებაა, მას სჭირდება გადატანის სპეციალური წესები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული და დაცული მეწარმეების მხრიდან. აღნიშნული დადგენილება, რომელიც მეწარმეებისთვის მადანის გადატანის გამარტივებას ისახავს მიზნად, პირდაპირი ხელის მოწერაა უკიდურესად გაჭირვებული ჭიათურელების ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაზე. ცენტრალურ გზაზე განთავსებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, მათ შორის სკოლა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა განწირულია ყოველდღიურად ისუნთქოს მანგანუმი, რომელიც აბინძურებს ჰაერს, იწვევს კიბოსა და სასუნთქი გზების დაავადებებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, სადაც გარემოსდამცველთა კვლევებით და ანგარიშებით ჭიათურა ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. მდინარე ყვირილაში, რომელიც მთლიანად გაშავებულია, გაქრა ფაუნა, დაბინძურებულია სასმელი წყალი და მოსახლეობა წყლის მარაგს წყაროებიდან იღებს. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2006 წელს საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოსვლის შემდეგ, რომელიც დღეს ფლობს ჭიათურის მაღაროებს. კომპანია არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს არც მაღაროებში დასაქმებულთა და არც ქალაქის მოსახლეობის მიმართ.

მანგანუმით დატვირთული ავტომანქანებისათვის ქალაქში მოძრაობის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ სამომავლო საფრთხეებთან დაკავშირებით ჭიათურის გამგებელი აცხადებს, რომ რეგულარულად მოხდება ქალაქის ქუჩების მორწყვა და მეწარმეები შეიძენენ ახალ სარწყავ მანქანებს. ჭიათურელები ფიქრობენ, რომ მეწარმეები არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის შედეგადაც ჭიათურა უფრო დაბინძურდება, მოსახლეობა კი უფრო დაავადდება.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება ითვალისწინებს მადნით დატვირთული ავტომანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვის დროებით მოხსნას, არსებობს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დადგენილება ძალაში დარჩება და საკრებულო შეზღუდვას აღარ აღადგენს.


წყარო gtuc.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42