ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში შემოდგომაზე დენის გრაფიკის არ შემოღებას გამორიცხავენ.
როგორც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, გრაფიკთან დაკავშირებით „ენერგო პროს“ განცხადება რეალურია.
"კომისიას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზრდა, შემდეგ ალბათ სახელმწიფოს მოუწევს სუბსიდირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი დაინგრევა და ენერგო-პროს განცხადება, რომ მოსალოდნელია გრაფიკი, მათ ეს არ უთქვამთ ხუმრობით, ეს აბსოლუტურად რეალურია,“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძე არ გამორიცხავს, რომ ნოემბერ-დეკემბერში რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ სემეკ-ის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფი დადგინდა.
მასალის გამოყენების პირობები






