რამ შეაწუხა უცხოელი ტურისტები ბახმაროში
საზოგადოება - 20:09, 13 Aug, 2015     13979
"კურორტზე იმდენი პრობლემებია, გთხოვთ უფრო აქტიურად გააშუქეთ ბახმაროს თემა. ნაძვნარში ვერ შეიყვან ბავშვებს და ვერ მოისვენებ, იმდენი ნაგავი ყრია, ბოთლები, პარკები, ნარჩენები, უცხოელი ტურისტები იყვნენ ამოსულები და იმდენად შეწუხდნენ, რომ თვითონ მოიტანეს დიდი პარკები და დაასუფთავეს. დამსვენებლებიც ასეთ დღეში ვართ. უჩხუბის ქუჩაზე ვისვენებდი, ეს დასუფთავების პრობლემა ხომ იყო, წყალი ფაქტიურად არ გვქონდა, უპატრონო პირუტყვი ლამის ოთახებში გვივარდებოდა და საპირფარეშოში საერთოდ ვერ შეხვიდოდი "-გვიყვება ქალბატონი, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, ბახმაროდან ორი დღის წინ ჩამოვიდა.

გვითხრა ისიც, რომ კურორტი მიმდინარე სეზონზე დამსვენებლების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა დამსვენებლები იქ არსებულ რიგით პრობლემებს უჩივიან.

"გურიის მოამბე" მაღალმთიან კურორტზე არსებული ანტისანიტარიის შესახებ ჯერ კიდევ სეზონის დაწყების დროს წერდა, გაზეთში გასული რეპორტაჟის შემდეგ, მეორე დღესვე ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლება კურორტ ბახმაროს სტუმრობდა.

როგორც მაშინ „გურიის მოამბეს“ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კურორტის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მოწესრიგდებოდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, კურორტს ახალი, ფორდის ტიპის, ნაგავმზიდი მოემსახურებოდა, დამატებით დაიდგმებოდა რამდენიმე ნაგვის ბუნკერიც.

„კურორტის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ევროსტანდარტის ბუნკერები. ბახმაროს მოემსახურება ფორდის ტიპის ნაგავმზიდი მანქანა. მოწესრიგდა ბავშვთა პარკი, იდგმება დამატებითი, 16 ტონის ტევადობის წყლის ავზი“-გვითხრა გამგებელმა.

თუ რატომ დგას იგივე პრობლემები დღეს კურორტზე, რის გამოსასწორებლადაც ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა აიპი კურორტ ბახმაროს დირექტორს დავით საჯაიას დავუკავშირდით.

საჯაიამ კატეგორიულად უარყო კურორტზე ანტისანიტარული მდგომარეობის არსებობა, რაც შეეხება მსხვიპფეხა პირუტყვისა და წყლის პრობლემას, გვითხრა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.

_ კატეგორიულად არ ვადასტურებ, რომ ბახმაროში იდგეს დასუფთავების პრობლემა. კურორტს ემსახურება მანქანა და გააქვს ნაგავი დროულად. არც ერთ ქუჩაზე ამის პრობლემა არ არის. ნაძვნარს რაც შეეხება, იქ ბოლომდე ვერ შედიან, მაგრამ დამსვენებლებმა არ უნდა შექმნან მსგავსი პრობლემები. სუფთავდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რაც შეეხება კერძო კოტეჯებს, იქ ამაზე მისმა მეპატრონემ და დამსვენებელმა უნდა იზრუნოს. გეთანხმებით, რომ წყლის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ. არასოდეს ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა. წელს ზამთარში მოვიდა ცოტა ნალექი და ეს ამან გამოიწვია, დაემატა ეს მაღალი ტემპერატურაც და წყლები დაშრა. უპატრონო პირუტყვის პრობლემაც არის, თუმცა არა ისეთი, რომ სახლში უვარდებოდეს ვინმეს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს, რომ დაწესდეს ახალი რეგულაციები და აეკრძალოს მეპატრონეებს პირუტყვის უმეთვალყურეოდ გაშვება. სხვა შემთხვევაში დაწესდება ჯარიმები.

-ბატონო დავით, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ამ საკითხზე მუშაობა? ფაქტიურად სეზონი სრულდება. მით უფრო, გასულ წელსაც მწვავედ იდგა უპატრონო პირუტყვების პრობლემა.

_ ხო მაგრამ, ეს ცვლილება დარჩება კანონში და მომავალ წელსაც იმოქმედებს.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42