ექსკლუზივი: ,,ეს ყველაფერი სიცრუეა..." - ბაგრატ ნინიაშვილის და ბესო მუმლაძის პასუხი
საზოგადოება - 19:33, 13 Aug, 2015     9490
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ვიცეჩემპიონ ბაგრატ ნინიაშვილს სახელმწიფოს მხრიდან არ ჰქონდა შესაბამისი ხელშეწყობა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მისმა პირადმა მწვრთნელმა ბესო მუმლაძემ უარყო.

როგორც მუმლაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ბაგრატ ნინიაშვილი ჩართული იყო ძიუდოს ფედერაციის მიერ მომზადებულ 3 წალიან პროგრამაში და ამ ხნის განმავლობაში მან მომზადება უმაღლეს დონეზე გააირა. ბესო მუმლაძის თქმით, ფედერაციამ სრულად უზრუნველყო სპორტსმენები, მათ შორის შესაბამისი ეკიპირებით და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაგრატ ნინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე შლოპანცებით გაემგზავრა სიმართლეს არ შეესაბამება. ბესო მუმლაძისთვის გაუგებარია, თუ საიდან გაჩნდა მსგავსი ინფორმაცია.

„ძიუდოს ფედერაციამ შეიმუშავა 3 წლიანი პროექტი იმისთვის, რომ მომზადბულიყვნენ სპორტსმენები ოლიმპიური ფესტივალისთვის. ამ 3 წლის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი, ჩატარდა დაახლოებით ათამდე მოსამზადებელი შეკრება, უამრავი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ ამ ბავშვებს, მათ შორის ბაგრატ ნინიაშვილს მომზადება სავადასხვა ქვეყნებში გაეარათ. ძიუდოს ფედერაციამ ბაგრატ ნინიაშვილს შეუქმნა ყველანაირი პირობა სრულფასოვანი მომზადებითვის, მათ შორის მას გადაეცა სრული ეკიპირება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი ტურნირზე შლოპანცებით იყო წასული არის სუცრუე.

ძალიან გული დამწყდა ამგვარი იფორმაცია რომ გავრცელდა. ბაგრატი მომზადებას გადიოდა უმაღლესი დონის მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის იყო ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და სხვა სხვა ცნობილი სპორტსმენები. ამ ბიჭს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ნაკრების მწვრთველებთან და ამ ადამიანებმა მასზე ძალიან დიდი ამაგი გასწიეს, ამიტომ ბაგრატს რბილად რომ ვთქვათ ამ დეზინფორმაციით უხერხული მდგომარეობა ექმნება. ბაგრატს ჰქონდა ყოველთვიური ანაზღაურებაც ძიუდოს ფედერციის მხრიდან, მას შემდეგ რაც მან შედეგებს მიაღწია მისი მის ანაზღაურებაც შესაბამისად გაიზრდება,"განაცხადა ბესო მუმლაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ ბაგრატ ნინიაშვილსაც დაუკავშირდა. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ არავითარი პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობის წინ არ შექმნია.

„ეს ყველაფერი სიცრუეა, ჩვენ გადმოგვცეს შესაბამისი ეკიპირებაც, კიმანოებიც და არაფერი არ გვაკლდა, ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. ასევე სიმართლეს არ არის ის, რომ ჩემს პირად მწვრთნელს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ქუჩაში უწევდა ცხოვრება,“-განაცხადა ბაგრატ ნინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საასპარეზოდ შლოპანცებით გაემგზავრა, რადგან მას ტანსაცმილს შესაძენას საჭირო ფინანსები არ გააჩნდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42