„ნოდარ ახალკაცი მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად იყო აღიარებული. დიდი დამსახურება აქვს მას ქართული ფეხბურთის წინაშე. ძალიან გახარებული ვარ, რომ ზაზა გაბუნიამ და ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ნოდარ ახალკაცის ოჯახს ასეთი ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს,“ - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.
„ბატონი ნოდარ ახალკაცი ნაძალადეველი იყო, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ნაძალადევში ყველაზე დიდი სპორტულ მოედანი დღეიდან საუკეთესო ქართველი მწვრთნელის სახელს ატარებს. ამ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, მათ უკვე შეუძლიათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სტადიონზე ითამაშონ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.
მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 1062 კვ/მ-ზე მოეწყო ახალი, ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა კარი და კალათბურთის ფარები; ძველი ლითონის კონსტრუქცია შეიცვალა თანამედროვე კონსტრუქციით; ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტრიბუნას და ამორტიზებული სკამები ახლით შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






