ლარის კურსზე გავლენას საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი მოლოდინები ახდენს- ქადაგიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:07, 12 Aug, 2015     2797
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დრეს გამართგულ ბრიფინგზე ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს, საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოლოდინებია.

ქადაგიძის თქმით მილიარდდოლარიანი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მოხმარებისა და იმპორტის შემცირებაში აისახა, შესაბამისად არსებული შოკი ლარის კურსის მიღებულ გაუფასურებაშია ასახული


სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წლის ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით დაახლოებით 21%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში კურსზე განსაკუთრებული მერყეობა არ არის მოსალოდნელი.

„სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით.
ბოლო კვირების მერყეობის ძირითადი მიზეზები რამდენიმეა. ივლისი, ჩვენი ინფორმაციით, გზავნილების თვალსაზრისით საკმაოდ სუსტი იყო, ამაზე კი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაზრდილი მოლოდინი აქვთ, ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს კურსზე გავლენას ახდენს, ეს არის უარყოფითი მოლოდინები, რომლებიც საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კომპანიებისა და სხვა აქტორების მიერ დოლარის მარაგების დაგროვება ხდება, რაც კურსზე დამატებით ზეწოლას იწვევს.

„სხვა თანაბარ პირობებში, ეს მეორე მხრივ, ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზე კურსზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები, ვინაიდან კომპანიები უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვებას უკვე იწყებენ“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42