საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” რუსთავი2-ს მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ”ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ:
”უახლოეს ისტორიაში მრავლად გვაქვს ხელისუფლებების მიერ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები, რაც საზოგადოებასთან დაპირისპირების შედეგად ხელისუფლებისთვის ფატალური, ხოლო სიტყვის თავისუფლებისთვის ცალსახა გამარჯვებით მთავრდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ მოუწოდებს საქართველოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ხელი აიღოს ქვეყნისათვის წამგებიან და საკუთარი თავისთვის სუიციდალურ განზრახვაზე.
ის საზოგადოება, რომელიც არ იცავს და თმობს სიტყვის თავისუფლებას, ნებაყოფლობით უარს ამბობს ყველა დანარჩენ სამოქალაქო თავისუფლებაზეც, რადგანაც მათი რეალიზაცია შეუძლებელია სიტყვისა და გამოხატვის უზრუნველყოფილი გარემოს გარეშე.
ივერია სრულ თანადგომას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს. გამოვთქვამთ მზადყოფნას დავეხმაროთ რუსთავი2-ის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს სრულფასოვანი მუშაობის პირობების შენარჩუნებაში.”- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






