რა წერილი დაუტოვა რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ს ახალ ელჩს იან კელის
საზოგადოება - 19:30, 11 Aug, 2015     3797
მოგესალმებით, ბატონო იან!მე საქართველოდან მივდივარ... მე საქართველოდან მივდივარ...მე საქართველოდან მივდივარ...
მაპატიეთ, ბატონო იან, ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ისე მიხარია, რომ ვერ შევძელი ბევრჯერ არ დამეწერა. მაგრამ როგორც აქ ერთ-ერთ რესტორანში ("უამრავში" ვიყავი) თამადამ მასწავლა, ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვისო", ამიტომაც მინდა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, ისე როგორც ჩემმა წინამორბედმა მირჩია.

მაშ, ასე:

1) უპირველესად წაიკითხე ქართული ანდაზები, იქ არის ერთი ანდაზა: ,,მულო, შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო". პრემიერ-მინისტრთან რომ მიხვალ რაიმე საქმეზე, მანდ გამოგადგება.

2) აუცილებლად დაუმეგობრდი ნოდარ ხადურს (ფინანსთა მინისტრია), ძალიან მაგარი ფინანსისტია, ისე იაფად იყიდის ცხვარს და ისეთ ჩაქაფულს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტ.

3) აქ ერთი დეპუტატია, სოსო ჯაჭვლიანი, საელჩოში, რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე თუ დაპატიჟებ, კარგად აუხსენი რა ღონისძიებაა, თორემ შეიძლება საელჩოს გოგონებს 100 დოლარი შესთავაზოს საათში.

4) აქაურ ტელევიზიებს თუ უყურებ, შეიძლება სიმართლე ვერ გაიგო, რადგან ერთი ერთს ამბობს, მეორე სხვას, ამიტომ იცოდე, ერთადერთი სიმართლის მთქმელი ტელევიზია არის "ხონითV". ვინც მართლა მოკვდება, იმის ნეკროლოგს აცხადებენ.

5) ერთი კარგი რაღაც დავამუღამე და მინდა შენც გასწავლო: თუ რაიმე შეცდომა მოგივიდა და ობამამ საყვედური გითხრა, ,,ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალე. მაინც ყველაფერი მაგათ ბრალდებათ.

6) მინდა ერთი თხოვნა შემისრულო: აქაურ დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და გუგული მაღრაძეს რომ შეხვდები, ინგლისური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვებით ელაპარაკე, რაც მე მტანჯეს, მინდა სამაგიერო გადავუხადო.


სრულად იხილეთ www.kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42