"ტფილისის ჰამქარის" მიმართვა თბილისის საკრებულოს წევრებს
საზოგადოება - 17:05, 11 Aug, 2015     1794

"ტფილისის ჰამქარი" საკრებულოს წევრებს მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებით მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


"2008 წლის 2 დეკემბერიდან დაიწყო მირზა შაფის ქუჩის უკანონო ნგრევის ისტორია. წინა ხელისუფლების პირობებში უნებართვოდ დაინგრა მთელი ქუჩა, მოიჭრა ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის მქონე კლდის მასივი, დაინგრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ისტორიული გალავნის სახით განადგურდა არქეოლოგიური ნაშთები, თბილისის იმჟამინდელი მერიის მხრიდანინვესტორის სურვილის გათვალისწინებით, უსამართლოდ და საპროექტო უბნისთვის შეუსაბამოდ გაიზარდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მოცულობა... საზოგადოებრივი პროტესტის წყალობით დაიბლოკა ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი ყველა პროექტი, ვინაიდან ეს პროექტები

  • არღვევდნენ ტრადიციულად ჩამოყალიბებული უბნის ერთიან მასშტაბს.
  • უგულებელყოდნენ ისტორიული ლანდშაფტის თავისებურებას.
  • არ ითვალისწინებდნენ ტრადიციულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის ხასიათსა და მხატვრულ-არქიტექტურულ მთლიანობას.
  • ეწინააღმდეგებოდნენ ისტორიული ქალაქის განვითარების საერთაშორისო პრინციპს „ფაქიზი განახლების“ შესახებ

თბილისის საკრებულოს წევრებო,

10 აგვისტოს, საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტი არაფრით ჯობია დღემდე წარმოდგენილ პროექტებს.

აბანოთუბნისთვის, მირზა შაფის საპროექტო ტერიტორიისთვის 25.400 კვადრატული მეტრი საზოგადოებრივ-საქმიანი და საცხოვრებელი საკოეფიციენტო ფართი, რომელიც 8 (ერთი სართული მიწის ქვეშ) სართულიან შენობებს გულისხმობს, ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ პრინციპს, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში პროექტი ვერ გახდება მირზა შაფისთვის შესაბამისი.

ხვალ, 12 აგვისტოს იგივე საკითხი გამოდის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად!

გთხოვთ, ნუ აჩქარდებით!

არ დაეთანხმოთ წარმოდგენილ გრგ-ს, ვინაიდან ამ განუზომლად დიდი მასშტაბის პირობებში ყველაზე კვალიფიციურ არქიტექტორთა ჯგუფსაც გაუჭირდება ტერიტორიისთვის ჰარმონიულად მორგებული პროექტის წარმოდგენა!

ნუ დაემსგავსებით წინა მთავრობას, რომლის კრიტიკითაც მოხვედით ხელისუფლებაში!

აგვისტოს თვეში მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან და საზოგადოება სათანადოდ ვერ შეძლებს ქალაქის ინტერესის დაცვას.მოგიწოდებთ, რომ თბილისის დაცვის მისია თქვენ, თბილისელთა მიერ არჩეულმა დეპუტატებმა საკუთარ თავზე აიღოთ და ქალაქის ერთგულება დაამტკიცოთ, იმით, რომ მხარი არ დაუჭიროთ თბილისის ისტორიული ნაწილისთვის შეუსაბამო პროექტს!"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42