მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს
საზოგადოება - 15:49, 11 Aug, 2015     1263
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის, ბიბლიოთეკარებისა და საქმისმწარმოებლებისთვის, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგებს იწყებს.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ზემოაღნიშნული პოზიციის მქონე პირებს ცენტრის ვებგვერდზე დღეიდან შეუძლიათ. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ შესაბამისი მიმართულებით მითითებულ სხვადასხვა ქვემოდულებზე.

სკოლის დირექტორები ტრენინგების ფარგლებში ინკლუზიური განათლების პრინციპებს, ღირებულებებსა და მიდგომებს გაეცნობიან.

საქმისმწარმოებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ განიახლონ ცოდნა მოსწავლის რეგისტრაციის, პირადი საქმის წარმოებისა და სკოლის საქმისწარმოების პრინციპებსა და პრაქტიკაში, ასევე ელექტრონული კომუნიკაციისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესისა და პრაქტიკის მიმართულებით.

ტრენინგის მონაწილე ბიბლიოთეკარები და რესურსცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა ქვემოდულების ფარგლებში გაეცნობიან სასკოლო საზოგადოებასთან მუშაობის მეთოდიკას, საბიბილიოთეკო ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზების საკითხებს.

ტრენინგები, საჯარო სკოლის დირექციისა და პერსონალისთვის, ასევე საგანმანთლებლო რესურცენტრის თანამშრომლებისთვის უფასოა, ხოლო სხვა დაინტერესებული პირებისთვის ფასიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42