"კავკასუს ონლაინი" განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:14, 11 Aug, 2015     4466

"კავკასუს ონლაინი" კომპანია „სილქნეტთან“ შეერთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელოდებიან სემეკის თანხმობას, რათა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებმა განახორციელონ შერწყმა ან აქტივების ნასყიდობა.

"კავკასუს ონლაინი", როგორც ნებისმიერი სხვა პროგრესული და დინამიურად მზარდი კომპანია, მუდმივად ეძებს და განიხილავს გაფართოებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და მის პარტნიორებს განზრახული აქვთ მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან.

"კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" მიერ კომისიისათვის ერთობლივი შეტყობინების მიმართვის შესახებ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასწარი თანხმობაა საჭირო იმისათვის, რათა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებმა განახორციელონ შერწყმა ან აქტივების ნასყიდობა. "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" შერწყმის დასაშვებობისა და მისი შედეგების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციის წინასწარ გაგება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ "კავკასუს ონლაინმა" და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ "სილქნეტთან" მოლაპარაკებების დაწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცნობისათვის, "კავკასუს ონლაინსა" და "სილქნეტს" შორის არ არის გაფორმებული იურიდიული ძალის მქონე რაიმე შეთანხმება შერწყმასა თუ აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებით.

დამატებით მოგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში, "კავკასუს ონლაინი" არ გამორიცხავს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან ერთად მიმართოს კომისიას, ერთობლივი საქმიანობის წარმოებისა თუ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე კომისიის პოზიციის გაგების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კომისიაში განსახილველად შეტანილია ანალოგიური წერილი შპს "მაგთიკომთან" დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე პროცესები სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარების პროცესში ბუნებრივია.

დამატებით ინფორმაციას "კავკასუს ონლაინი" გაასაჯაროვებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა შესაძლო პარტნიორთან და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას კომპანიისთვის ხელსაყრელი ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42