სუპერ თასის მატჩთან დაკავშირებით სამარშრუტო ტაქსების მარშრუტი იცვლება
საზოგადოება - 10:19, 11 Aug, 2015     1849
უეფას სუპერ თასის მატჩთან დაკავშირებით დღეს, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.

სტადიონ ,,დინამო არენაზე”ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება მ/ს “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირამდე არსებული გზის მონაკვეთები (წერეთლის გამზირი, ცაბაძის ქ.,წინამძღვრიშვილის ქ., დავით აღმაშენებლის გამზირი).

აღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ მითითებულ მონაკვეთზე გამავალი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის ალტერნატიულ სქემას.

№ 6, 31, 40, 89, 109, 111, 148 სამარშრუტო ტაქსები - აკაკი წერეთლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (თამარ მეფის პანდუსთან ჩახვევით, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№ 32, 41, 51, 85, 102, 108, 133, 141 სამარშრუტო ტაქსები აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას გმირთა მოედნიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიტაძის ქ. – მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№195, 204 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება იქნება მ/ს ,,წერეთელთან” ნაცვლად ეროვნული სტადიონისა და დეზერტირის ბაზრისა. დანარჩენი სამოძრაო სქემა იგივე დარჩება.

№10 სამარშრუტო ტაქსი აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№66 სამარშრუტო ტაქსი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუმიმართულებისას მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 124, 220 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა სადგურის მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით არ იცვლება.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი.

№142 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გამოსვლისას, ნაცვლად თევდორე მღვდლის ქუჩისა იმოძრავებს: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№145 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - წინამძღვრიშვილის ქ. - თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

№167 სამარშრუტო ტაქსის აკაკი წერელის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე მოხვდება ქუთაისის ქუჩის გავლით ნაცვლად მეტრეველის, ყიფიანის და გიორგი ცაბაძის ქუჩებისა.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირზე შევა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან.

№169 სამარშრუტო ტაქსი აგლაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს: ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.

უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42