კრწანისის რაიონში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო
საზოგადოება - 19:38, 10 Aug, 2015     2121

კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა კრწანისის რაიონის ზემო ფონიჭალის დასახლებაში, წლების წინ დახურული #206 საბავშვო ბაგა-ბაღის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოები 20 ივლისს დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ შეიქმნება აღსაზრდელთა 8 ჯგუფი, მთლიანობაში კი, ბაგა-ბაღი 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

წლების წინ საბავშვო ბაგა-ბაღი ორი ფლიგელისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთს ხიდით უკავშირდებოდა. 2006 წელს ბაგა-ბაღი დაიხურა, მისი ერთი ნაწილი იჯარით გაიცა, ხოლო მეორე ნაწილი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. 2015 წელს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოხდა დარჩენილი 1300 მ2 ფართის ხელახალი დაგეგმარება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.

„გაუქმებული ბაღებიდან ეს არის რიგით მესამე საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის აღდგენაც დავიწყეთ. მოგეხსენებათ, რომ წინა წლებში თბილისში რამდენიმე ათეულმა ბაგა-ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება, რამაც ადგილების დეფიციტი და სააღმზრდელო ჯგუფების გადატვირთვა გამოიწვია. ახალი ბაღების აშენებითა და ამ ბაღების აღდგენით გარეთ დარჩენილი ბავშვების მიღებას და გადატვირთული ჯგუფების განიტვირთვას შევძლებთ“. - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

„ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაღის აღდგენა, რადგან კრწანისში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საბავშვო ბაღზე. რამდენიმე თვეში ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების ბაღი ექნებათ“, - განაცხადა კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა.

საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში მომავალ წლის დასაწყისში შევა. სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბრენდ სტაილი’’ აწარმოებს. ბაღის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 532 599 ლარია გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42