აშშ შტატ ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონის გარეუბანში აღმოჩენილია 8 ადამიანის გვამი, მათ შორის 6, მცირეწლოვანი ბავშვი 6-დან 13 წლამდე ასაკის. გვამები სოცმუშაკმა აღმოაჩინა, რომელმაც ერთერთი ბავშვის გვამი ფანჯრიდან დაინახა. მან პოლიცია გამოიძახა, რომელმაც სახლში შესვლა სცადა, მაგრამ სახლში მყოფმა მამაკაცმა მათ სროლა აუტეხა.
ერთსაათიანი სროლისა და მოლაპარაკებების შედეგად მკვლელი, 48 წლის აფროამერიკელი დევიდ კინლი პოლიციას დანებდა.
მოკლეულთა გვამები, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები, მთელ სახლში იყო მიმოფანტური და მათ ხელები ხელბორკილებით ჰქონდათ შეკრული.
როგორც პოლიცია ვარაუდობს, მოკლული ქალბატონი ადრე კინლის საყვარელი იყო, ხოლო უფროსი, 13 წლის ბავშვი - მათი შვილია.
ქალი ამჟამად თავის ახალ მეუღლესთან ცხოვრობდა სახლში, რომელშიც გვამები იქნა აღმოჩენილი. მედიის ცნობით, ქალს მკვლელი ხშირად უგზავნიდა მუქარის წერილებს.
მასალის გამოყენების პირობები