რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“ - შაშკინი
პოლიტიკა - 00:54, 07 Aug, 2019     340258
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას.

,,არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ : არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები ქადაგებენ, რომ თურმე რუსეთმა გამოაჩინა კეთილი ნება და 2008 წელს არ აიღო თბილისი და ამისთვის თურმე ჩვენ მუდმივად მადლიერები უნდა ვიყოთ.

რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.

ბევრმა არ იცის, მაგრამ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები)

ბევრმა არ იცის, რომ მე-6 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8 ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს

ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდა ავია გამანადგურებლები.

ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.

ბევრმა არ იცის , რომ “აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი.

ამ დროს ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა “ერთმორწმუნე” ქვეყნის პატრიარქმა...“ - წერს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42