შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა
კრიმინალი - 11:30, 09 Aug, 2015     1845

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 პირი: 1988 წელს დაბადებული სიმონ ბ,1990 წელს დაბადებული ბექა ფ, 1981 წელს დაბადებული დავით ტ,1991 წელს დაბადებული გიორგი ტ, 1990 წელს დაბადებული კობა კ. და 1971 წელს დაბადებული დავით ფ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა სიმონ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, დავით ტ. ადიგენის რაიონის სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, გიორგი ტ. და კობა კ. ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან ,ხოლო ბექა ფ. და დავით ფ. დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42