საქართველოში HAVAL–ის პირველი ავტოსალონი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:19, 08 Aug, 2015     4628

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა 19-ში HAVAL–ის პირველი ავტოსალონი გაიხსნა.

საქართველო შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც წარმოდგენილია უმსხვილესი კონცერნის Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი HAVAL. თავდაპირველად საქართველოს საავტომობილო გზებზე გამოჩნდა ჰავალის სამი მოდელი, – H2, H6 და H9, შემოდგომაზე კი მათ შეუერთდებათ შანხაის ავტოსალონის სიახლე Haval H8.

ავტოსალონის გახსნის ცერემონიალზე პარიზში მოღვაწე ცნობილი უკრაინელი დიზაინერის ANNA OCTOBER-ის გრანდიოზული ჩვენება მოეწყო.

გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაეარათ რეგისტრაცია ტესტ–დრაივზე, ხოლო Haval-ის დირექტორმა ბესიკ ფიფიამHaval-ის სხვადასხვა მოდელების პრეზენტაცია აუდიო და ვიზუალური ფორმით წარმოადგინა.

Haval H2 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი, 1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 150 ცხენის ძალის გამომუშავებას. Haval H2-ი არის წინა წამყვანი თვლებით და მას აქვს ავტომატური გადამცემი სისტემა. მოდელის საბაზისო ვერსია აღჭურვილია, – ABS, EBD, BAS და ESP სისტემებით.

Haval H6 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი, 1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით და ის ავითარებს 147 ცხენის ძალის სიმლავრეს, ეს იმ პირობებში, როცა საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 8.5 ლიტრს არ აღემატება.

H9 ახალი თაობის შვიდადგილიანი სრულფასოვანი ყველგანმავალია, მისი სიგრძე 4.9 მეტრია. იგი აღჭურვილია 2.0 მოცულობის, 218 ცხენის ძალის სიმძლავრის ტურბინიანი ძრავით, H9–ს აქვს ექვს სიჩქარიანი, „ავტომატური“ (ZR) გადაცემათა კოლოფი.

საქართველოში წარმოდგენილი H9-ის საბაზისო კომპლექტაცია მოიცავს, – ექვს უსაფრთხოების ბალიშს, ტყავის სალონს, წინა ელექტროსავარძლებს, სამზონიან კლიმატკონტროლს, აუდიო სისტემა Ifinity-ს, უკანა ხედვის კამერას, ბი–ქსენონებს, ლუქს, სინათლისა და წვიმის სენსორებს, ასევე, სრულ ელექტროპაკეტს.

Haval-ი არის უმსხვილესი კონცერნის, – Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ჩინურ ავტომობილებზე. მისი სამოდელო სპექტრი შედგება ეკონომიური ყველგანმავლებისა და კროსოვერებისგან.

საქართველოში Haval-ის ავტოსალონში მომხმარებლისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, საუბარია ავტოგანვადებაზე. Haval-ის საკრედიტო პირობები უნიკალურია, ყველგანმავალი H9–ის შეძენის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ 270 დოლარია თვეში. ასევე, Haval-ის ყველა მოდელზე ვრცელდება 5 წლიანი ან 100 000 კილომეტრამდე გარანტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42