დიდუბის რაიონში 28 მისამართზე წყალსადენის, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ამორტიზებული ძველი მილების დემონტაჟი. მთლიანად განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი. კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო 2411 გრძივ/მ-ზე შეასრულა.
28 მისამართზე განხორციელებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს „ნდს მშენებლობამ“ 185 219.56 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
კონტრაქტის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დიდუბის რაიონში სხვადასხვა ქუჩებსა და საცხოვრებელი სახლების წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების შეკეთებას უზრუნველყოფენ.
მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა გზის კაპიტალურ შეკეთებას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






