109-ე ბაგა-ბაღში დამატებით 300 ბავშვი ისწავლის
საზოგადოება - 14:23, 07 Aug, 2015     2528

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დახურული ნაწილის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოები 17 ივლისს დაიწყო და შემოდგომის ბოლოს დასრულდება. შეიქმნება აღსაზრდელდა 8 ჯგუფი, მთლიანობაში კი ბაღი 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

,,ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღის ახალი სივრცის შექმნა, რადგან მოთხოვნა დღეს ბაღებზე ბევრად მეტია, ვიდრე მომსახურების მიწოდებაა შესაძლებელი. თბილისის მერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ უზრუნველყოს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და რაც მთავარია მაქსიმალურად მოკლე ვადებში’’, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

,,საბავშვო ბაგა-ბაღის ეს ნაწილი 90-იანი წლებში იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით დახურეს. მომდევნო წლებში მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდა, თუმცა ბაგა-ბაღის დახურული ჯგუფები არ აღდგა. ამ ეტაპზე კიდევ ორი დახურული ბაღის აღდგენა მიმდინარეობს, აქედან ჩუღურეთის რაიონში მდებარე #132 საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბერში გაიხსნება’’- განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

ამ ეტაპზე 109-ე ბაგა-ბაღში შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს. ,,სამება’’ აწარმოებს. ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 309 997 ლარია გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42