კონკურსის - „ჩემი თბილისობა“ ღია კარის დღე
საზოგადოება - 18:58, 06 Aug, 2015     1307

თბილისის მერიაში კონკურსის - „ჩემი თბილისობა“ ღია კარის დღე გაიმართა. მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, დაინტერესებულ პირებს კონკურსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ღია კარის დღეს, როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, რეჟისორები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, დედაქალაქის მთავრობის წევრებს კონცეფციასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მერის მოადგილემ შეხვედრაზე კონკურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნინა ხატისკაცის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც სახალხო დღესასწაულის კონცეფციის შესამუშავებლად კონკურსი ცხადდება.

„ინტერესი საკმაოდ მაღალია. დღეს შეხვედრას რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იდეებს მივიღებთ. აღნიშნული კონკურსი, ღონისძიების დაგეგმვაში საზოგადოების ჩართულობა, დღესასწაულს არსებული ტრადიციების გათვალისწინებით, უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

შეხვედრის მონაწილე ოთარ ლეჟავამ დღესასწაულის კონცეფციაზე მუშაობის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ ლეჟავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თბილისობის“ დაგეგმვაში თბილისელები ჩაერთვებიან. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, მით უფრო მეტი იდეა და სიახლე გაჩნდება.

შეხვედრას რეჟისორი ბასა ფოცხიშვილიც დაესწრო, რომელმაც კონკურსში ჩართვის მზაობა გამოთქვა.

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 6 აგვისტოს გამოცხადდა. საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემატება ხალხის ერთი ხმა.

გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 7 000 ლარით დაჯილდოვდება.

დაინტერესებულ პირებს კონცეფციის წარდგენა ქ. თბილისის მერიის პირველ სართულზე, 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42