მერია კონკურსს - "ჩემი თბილისობა" აცხადებს
საზოგადოება - 16:12, 05 Aug, 2015     1312

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად აცხადებს კონკურსს „ჩემი თბილისობა“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, ვისაც სურს ეს დღესასწაული უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს როგორც თბილისელებისთვის, ასევე, დედაქალაქის სტუმრებისთვის.

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში.

კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს ქალაქის რეალურ გამოწვევებს და დღესასწაულის მსვლელობისას ისეთი გარემოს შექმნა უზრუნველყოს, რომელიც თბილისის ისტორიულ, კულტურულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. ამასთან, წარმოაჩენს მის როლს თანამედროვე სამყაროში.

კონკურსანტებმა პროექტი ქართულ ენაზე, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7). პროექტების წარდგენა 2015 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმისმიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ემატება ხალხის ერთი ხმა.

გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 7 000 ლარით დაჯილდოვდება.

სრული ინფორმაცია კონკურსის, მისი პირობების შესახებ განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tbilisi.gov.ge/ და ფეისბუკის გვერდზე - https://www.facebook.com/CityHallofTbilisi?ref=ts&fref=ts, (კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელი ხაზი - 2 378 549).

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მე-20 სართულზე 2015 წლის 6 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisiculture@tbilisi.gov.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42