"თბილისი მწვანე ქალაქი" - მერიამ გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა
საზოგადოება - 13:29, 05 Aug, 2015     1511
თბილისის მერიამ გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დოკუმენტს თბილისის მთავრობა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის.

დავით ნარმანიას თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს თბილისის მწვანე ქალაქად ქცევას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ის გამწვანების სტრატეგია და კონკრეტული ქმედებები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მმართველობაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, მიზნად ისახავს ჩვენს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით ჩვენი აქტივობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ამ დოკუმენტის შესრულება სავალდებულო იქნება ყველა სამსახურისთვის. საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ მიიღწევა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქში დასუფთავების ღონისძიებები. თბილისის მერმა მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ გარემოს.

„ვყიდულობთ ახალ ტექნიკას, შევიძინეთ ათასობით ნაგვის კონტეინერები. კომპლექსურად სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძებები აუცილებლად მოგვცემს შედეგს, მაგრამ ის, რომ არ დავაბინძუროთ გარემო თითოეული ჩვენგანის საზრუნავი უნდა იყოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42