"ბიჭები რომ მანქანიდან ამოიყვანეს, ამ ქვეყნად არც ერთი არ იყო" - ქედის ტრაგედიის დეტალები
საზოგადოება - 20:25, 04 Aug, 2015     4784

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ახლგაზრდა ადგილზე დაიღუპა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოში გარადაიცვალა. მომხდარმა ტრაგედიამ მთელი აჭარა შეძრა, - შუახევის პატარა სოფელ კლდისუბნიდან, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს, სამი ადამიანი ავტოკატასტროფამ შეიწირა, - მათგან ომარ დავითაძე - 48 წლის იყო, მისი ვაჟი - შოთა მხოლოდ 15-ის, გოჩა დავითაძე კი - 21-ის. სოფელში ამბობენ, რომ ბიჭები არა მხოლოდ ოჯახების, თითქმის დაცარიელებული სოფლის იმედიც იყვნენ.

გიორგი დავითაძე, შაუახევის მუნიციპალიტეტრის რწმუნებული სოფელ კლდისუბანში:

- საშინელება მოხდა, ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მეც ხომ დავითაძე ვარ და აქ დავითაძეები ყველა ერთმანეთის ბიძაშვილები ვართ... ჩავთვალოთ, რომ კლდისუბნის ექვსი ოჯახი დავითაძეებიდან ორი სრულიად განადგურებულია. ომარს სამი შვილი ჰყავდა, 2 ვაჟი და გოგონა, უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შოთა იყო ოჯახის იმედი, ბიჭი ვერცხლიწყალივით მოძრავი და აქტიური იყო. ფეხბურთი ისე უყვარდა, შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, დილამდე შეუსვენებლად ითამაშეო, სიხარულით გაიქცეოდა სათამაშოდ... გოჩა დავითაძე კი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში. ბიჭს მხოლოდ ერთი და ჰყავს.

- მაინც რამ გამოიწვია ავარია, 48 წლის კაცი, წესით, უკვე გამოცდილი მძღოლი იქნებოდა...

- ჩაეძინა და… ყველაფერი დამთავრდა. მანქანა 50 მეტრის სიმაღლიდან მაინც არის გადავარდნილი. კლდეებზე ნახათქუნები ისეა დაჭყლეტილი, ვერ მიხვდები რა მარკის ავტომობილია. ბიჭები რომ მანქანიდან ამოიყვანეს, ამ ქვეყნად აღარც ერთი არ იყო, აზრიც აღარ ჰქონდა ბიჭების საავადმყოფოში მიყვანას. ომარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა თავის ქალა დაჩეხილი ჰქონდა, ხელ-ფეხი მოტეხილი. საწყალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომ ეცოცხლა და გონზე მოსულიყო, იქნებ, ვერც გადაეტანა ბიჭების სიკვდილის ამბავი.


წყარო: "კვირის პალიტრა"

ფოტო: ინტერპრესნიუსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42