ასეულობით ათასი თბილისელი კომუნალური დახმარების გარეშე დარჩება - აბესაძე
საზოგადოება - 17:17, 03 Aug, 2015     1486
თბილისის ბიუჯეტს რომელიც დღეს საკრებულოს რამდენიმე კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილებოდა ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მათი განცხადებით, დოკუმენტში თანხები არასწორადაა გადანაწილებული, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებები კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებას საერთოდ არ ითვალისწინებს.

„მილიარდიან ბიუჯეტშიც კი, ხელისუფლება თანხას ზოგავს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, კვლავ არ არის არანაირი ცვლილება კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით და, როგორც ჩანს, მართლაც, ათეულობით ათასი, ასეულობით ათასიც კი, თბილისელი დარჩება კომუნალური დახმარების გარეშე, გაზრდილი ტარიფის მიუხედავად. კვლავ თანხები გამოიყოფა ოლიმპიადისთვის, სადაც თანხების ხარჯვის კანონიერება და ეფექტურობა ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

თბილისის ბიუჯეტი წელს 46 მილიონი ლარით იზრდება და 1 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გამოიყოფა 4 მილიონი ლარი და მხოლოდ წელს ამ ღონისძიებისთვის 94 მილიონი ლარი დაიხარჯება. 20 მილიონი ლარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების კომპენსირებისთვის არის გათვალისწინებული, 17 მილიონი კი - ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42