შემოსავლების სამსახურში ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი დაიწყო
საზოგადოება - 12:27, 03 Aug, 2015     1321

3 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ცენტრალური აზიის ქვეყნების მონათესავე უწყებების 35-კაციანი დელეგაციისთვის სასწავლო შეხვედრები დაიწყო. სასწავლო ვიზიტი, რომელიც 5აგვისტომდე გასტანს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)პროექტის „რეგიონალური ვაჭრობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ ფარგლებში მიმდინარეობს.პროექტი უკვე 10 წელია თანამშრომლობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის- როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ვაჭრობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის გარდა, GIZ აქტიურად უჭერს მხარს რეგიონის ქვეყნებში ერთი ფანჯრის პრინციპით საინფორმაციო სისტემის დანერგვას ექსპორტ-იმპორტის ნებართვების გასაცემად. ეს პროგრამა ასევე მხარს უჭერს ინოვაციურ იდეებს საბაჟო ადმინისტრაციებში, ვეტერინარული ზედამხედველობის სააგენტოებსა და სხვა ანალოგიურ უწყებებში რისკის მენეჯმენტის დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელთასასწავლო ვიზიტი. ვიზიტის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ საქართველოში განხორციელებულრეფორმებს, კერძოდ, რისკის მენეჯმენტს საბაჟო, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის მიმართულებით და ამ კონტროლის მექანიზმებს.

სასწავლო ვიზიტის პირველი შეხვედრა 3 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტს და იუსტიციის სახლს თბილისში. შეხვედრები ჩატარდება, აგრეთვე, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42