ავარია, რომელმაც ორსული გოგო და ოჯახის სხვა წევრები შეიწირა - გრიგოლეთის ტრაგედიის დეტალები
საზოგადოება - 09:55, 03 Aug, 2015     23875

გრიგოლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილები ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში გადაასვენეს. საბედისწერო დღეს გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე 25 წლის ლელა ლურსმანიშვილი იყო. ამავე ავტომობილში იმყოფებოდა ლელას მეუღლე, 25 წლის გურამ ბალხამიშვილი და მათი 2 წლის გოგონა – ბარბარე.

ტრაგედიამ, ახალგაზრდა ოჯახის გარდა, ბალხამიშვილების დიასახლისი, გურამ ბალხაშვილის დედა – 43 წლის მანანა მორგოშია, მისი დისშვილი – 28 წლის ელისო ნაყოფია და ძმისშვილი – 25 წლის ობოლი ვიტალი მორგოშია შეიწირა.

„მანანა მეუღლესთან გაშორებული იყო, ქმარი კი თბილისში ცხოვრობდა. მათ არაერთხელ მოუმართავთ გამგეობისთვის დახმარების თხოვნით. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მათ ოჯახში. შეძლებისდაგვარად, გამგეობა ეხმარებოდა კიდეც. ვინაიდან მათი საცხოვრებელი სახლი საკმაოდ მცირე ფართისაა, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გამონახოს რაიმე გზა, იმისთვის, რომ მიცვალებულები დროებით სადმე დაასვენოს“, – განუცხადა „კვირას“ სოფელ რუხის გამგებელმა.

შეგახსენებთ, ტრაგედია 1 აგვისტოს მოხდა. გრიგოლეთში ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომანქანა აფეთქდა. იქ მყოფი 6 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.


წყარო: http://kvira.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42